რუსეთში კორონავირუსის 32 648 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 229 ადამიანი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 32 648 შემთხვევა გამოვლინდა, „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 1 229 ადამიანი.
ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 33 442 პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
30 ნოემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 9 636 881 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 8 329 253 პაციენტი გამოჯანმრთელდა.