რუსეთში კორონავირუსის 29 935 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 635 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით 29 935 ადამიანი დაინფიცირდა, 635 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 24 დეკემბერის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ორი მილიონ 963 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ორ მილიონ 370 ათასს აჭარბებს.
რუსეთში სულ ვირუსით 53 096 პაციენტი კი გარდაიცვალა.