რუსეთში კორონავირუსის 29 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 457 პაციენტი
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 29 039 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 21 341 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 457 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოვლენილია დაინფიცირების თითქმის 2,5 მილიონი შემთხვევა, მათ შორის 1 937 738 გამოჯანმრთელდა, ხოლო 43 141 გარდაიცვალა.