რუსეთში კორონავირუსის 28 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 456 პაციენტი
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 28 142 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 456 პაციენტი.
ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსის 2 488 912 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან ლეტალური აღმოჩნდა 43 597 შემთხვევა.
ვირუსისგან უკვე განიკურნა ორ მილიონამდე ადამიანი. მკურნალობას განაგრძობს 488 ათასამდე პაციენტი.