რუსეთში კორონავირუსის 28 080 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 488 პაციენტი
რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 28 080 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 488 პაციენტი გარდაიცვალა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 20 277-ით გაიზარდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოვლენილია ინფიცირების 2,6 მილიონზე მეტი შემთხვევა, მათ შორის 2 106 235 გამოჯანმრთელდა, ხოლო 46 941 პაციენტი გარდაიცვალა.