რუსეთში კორონავირუსის 24 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 401 პაციენტი
რუსეთში „კოვიდ-19“-ის 24 581 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 401 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 18 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში გამოვლენილია ინფიცირების 2 089 329 შემთხვევა, მათ შორის 1 595 443 გამოჯანმრთელდა, ხოლო 36 179 გარდაიცვალა.