რუსეთში კორონავირუსის 21 983 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 411 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 21 983 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 411 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 21 983 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ვირუსს ბოლო 24 საათში 411 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყანაში დღეისათვის 441 ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, რუსეთში სულ გამოვლენილია 1 880 551 ინფიცირებული. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 32 443 პაციენტისთვის.