რუსეთში კორონავირუსის 20 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 697 პირი
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 20 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 697 პირი კი გამოჯანმრთელდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 652 პაციენტი გარდაიცვალა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან, ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
29 ივნისის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 374 975 შეადგენს.
ამასთან, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 490 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 984 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 134 545 პაციენტი გარდაიცვალა.