რუსეთში კორონავირუსის 20 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 599 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში კორონავირუსის 20 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 599 პაციენტი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 20 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 12 728 პირი გამოჯანმრთელდა, 599 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

27 ივნისის მონაცემებით, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 361 295 შეადგენს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 450 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 956 000-ს აჭარბებს.

რუსეთში ვირუსით სულ 133 282 პაციენტი გარდაიცვალა.