რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 19 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსს 389 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში კი, ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე, გარდაცვლილია 29 217 პაციენტი.
აქტიურ შემთხვევათა რიცხვი 400 ათასს აღწევს, ხოლო მთლიანად გამოვლენილია 1 693 454 კოვიდინფიცირებული.