რუსეთში კორონავირუსის 19 706 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 817 პაციენტი
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 706 შემთხვევა გამოვლინდა, 16 102 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.
ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაიცვალა 817 პაციენტი.
ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსის 7 333 557 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 6 542 213 პაციენტი გამოჯანმრთელდა.