რუსეთში კორონავირუსის 18 665 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 245 ინფიცირებული
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 18 665 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ გამოვლენილია ინფიცირების 1 636 781 შემთხვევა, მათ შორის 1 225 673 გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით 245 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 28 235 აღწევს.