რუსეთში კორონავირუსის 17 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 366 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 17 717 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 366 პაციენტი

რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებისა და გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა. ოფიციალური სტატისტიკით, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 17 717 ადამიანს დაუდასტურდა, 366 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 29 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 1,5 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა მილიონ 186 ათასს აჭარბებს, 27 301ადამიანი კი გარდაიცვალა.