რუსეთში კორონავირუსის 17 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 17 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 378 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ბოლო დღე-ღამეში 440 ადამიანი ემსხვერპლა, 8300-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

საერთო ჯამში, ქვეყნის მასშტაბით, აღრიცხულია ინფიცირების 5.33 მილიონი შემთხვევა. მათგან ვირუსი ლეტალური აღმოჩნდა 130 ათასამდე ადამიანისთვის.