რუსეთში კორონავირუსის 17 347 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 219 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა აღინიშნა. რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ-19“ 17 347 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საერთო ჯამში დღემდე „კოვიდ-19“-ით რუსეთში 1 531 224 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო ერთ დღეში კორონავირუსულ ინფექციას რუსეთში 219 ადამიანი ემსხვერპლა, დაღუპულების საერთო რაოდენობა კი 26 269-ს აღწევს.
ამ დროისთვის, რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 358 859 ადამიანი მკურნალობს, 1 146 096 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.