რუსეთში კორონავირუსის 17 262 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 453 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 262 შემთხვევა გამოვლინდა. ეს პირველი თებერვლის შემდეგ რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში 10 954 პირი გამოჯანმრთელდა, 453 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9 056 შემთხვევაა გამოვლენილი მოსკოვში. პანდემიის დაწყებიდან ეს დედაქალაქში დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელია. მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების მატება ახალი შტამების გავრცელებას უკავშირდება
18 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 281 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 850 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 128 445 პაციენტი გარდაიცვალა.