რუსეთში კორონავირუსის 13 592 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 125 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 13 592 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 125 პაციენტი

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციის 13 592 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

რუსეთის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში „კოვიდ-19“ 1 312 310 ადამიანს დაუდასტურდა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსულ ინფექციას 125 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი დაავადების მსხვერპლთა რიცხვმა 22 722-ს მიაღწია.

რუსული მედიის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 3 793 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი „კოვიდ-19″-სგან რუსეთში 1 024 235 ადამიანი განიკურნა. ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსული ინფექციის 265 353 აქტიური შემთხვევაა.