რუსეთში კორონავირუსის 10 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში კორონავირუსის 10 888 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი კვლავ მზარდია. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში, ოფიციალური სტატისტიკით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 10 888 ადამიანს, გარდაიცვალა 117 ინფიცირებული. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 5 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 225 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 982 324 გამოჯანმრთელდა, 21 475 პაციენტი კი, გარდაიცვალა.