რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ცხრა წევრი დააკავეს
რუსეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ცხრა წევრი დააკავეს

კალინინგრადში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავეს, რომლებიც ორგანიზაციაში ახალი წევრების გადაბირებას ცდილობდნენ. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებით, დაპატიმრებულია ცხრა პირი, რომლებმაც ტერორისტულ ორგანიზაციაში ორი მოქალაქის გადაბირება მოახერხეს.

როგორც რუსეთის სპეცსამსახურებში აცხადებენ, უკვე დადგენილია, რომ დაპატიმრებული პირები მოქალაქეებს აკრძალულ ლიტერატურას ურიგებდნენ და ტერორისტულ საქმიანობაში ჩართვისკენ უბიძგებდნენ.

მათი წაქეზებით, რუსეთის ორი მოქალაქე სირიაში გაემგზავრა, სადაც ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანება სურდა.

ჩხრეკის შედეგად, დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღი, ამუნიცია და ექსტრემისტული ხასიათის ლიტერატურა აღმოაჩნდათ.

ყველა მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით აღძრეს.