რუსეთში იეჰოვას მოწმეები დააკავეს. მათ ექსტრემისტული შინაარსის ლიტერატურის გავრცელებასა და იარაღის უკანონო შენახვაში დასდეს ბრალი.
ხუთი ბრალდებული კიროვში აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მათ რელიგიური ღონისძიების ჩასატარებლად 75 000 აშშ დოლარი შეაგროვეს. ბრალდებულების ბინების ჩხრეკისას ამოიღეს დიდი რაოდენობით ექსტრემისტული შინაარსი ლიტერატურა და ხელყუმბარები.
ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც იეჰოვას მოწმეებს იარაღის უკანონო შენახვაში დასდეს ბრალი.
იეჰოვას მოწმეები რუსეთში 2017 წელს აკრძალეს და ექსტრემისტული ორგანიზაციების ნუსხაში შეიყვანეს.