რუსეთში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში, ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ საბადოზე აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა შვიდი ადამიანი
რუსეთში, იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქში, ნავთობისა და გაზის ერთ-ერთ საბადოზე აფეთქება მოხდა, დაღუპულია ერთი და დაშავებულია შვიდი ადამიანი.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია რეგიონულ პროკურატურაზე დაყრდნობით ვარცელებს.
საბადოს ოპერატორი „როსნეფტში“ შემავალი კომპანია „როსპან ინთერნეიშენალია“. კომპანიაში აცხადებენ, რომ დაღუპული და დაშავებულები კონტრაქტორი ორგანიზაციის თანამშრომლები არიან, დაშავდა ასევე საწარმოს ორი თანამშრომელი.
საგამოძიებო კომიტეტი საქმეს იძიებს სამრეწველო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით.