რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 915 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 174 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 915 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 174 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 915 შემთხვევა დაფიქსირდა, 174 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 360 ათასს გადასცდა.

ქვეყანაში ვირუსს სულ 3 807 ადამიანი ემსხვერპლა.