რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“ 27 250 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ 19“ 27 250 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსული ინფექციის 2 933 753 შემთხვევაა გამოვლენილი. ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 549 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი რუსეთში კორონავირუსული ინფექციით 52 461 ადამიანი დაიღუპა.
24 447-ით გაიზარდა რუსეთში ბოლო ერთ დღეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა. დღემდე ქვეყანაში ინფექცია 2 343 967 ადამიანი განიკურნა.