რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 11 615 ადამიანს დაუდასტურდა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 11 615 ადამიანს დაუდასტურდა. 11 მაისის შემდეგ ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციის 1 237 504 შემთხვევა დადასტურდა.
ახალი შემთხვევებიდან 411 პეტერბურგში, 347 მოსკოვის ოლქში, 253 როსტოვის ოლქში, 204 ნიჟეგოროდის ოლქში.
ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 227 265 ადამიანი მკურნალობს. ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსულ ინფექციას 188 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი, დაღუპულების რაოდენობა 21 663-ს აღწევს.