რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 18 140 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 18 140 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 334 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 14 854 ადამიანი.
რუსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით დაინფიცირების 1 618 116 შემთხვევა დაფიქსირდა. მათ შორის 1 215 414 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 27 990 პაციენტი გარდაიცვალა.