რუსეთში გასული 24 საათში „კოვიდ-19“-ის 8 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 8 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 171 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 485 253 შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 6 142 ადამიანი.