რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 183 შემთხვევა გამოვლინდა, 364 პაციენტი გარდაიცვალა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 183 შემთხვევა გამოვლინდა, 364 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში აქტიური შემთხვევების რიცხვი 270 ათასს აღწევს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში აღრიცხულია ინფიცირების სულ 5.95 მილიონი შემთხვევა, ჯამში ვირუსს 116 575 ადამიანი ემსხვერპლა.