რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 8 863 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფორმაციას რუსული მედია ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ვირუსით 182 ადამიანი დაიღუპა.
საერთო ჯამში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში კორონავირუსით 423 741 ადამიანი დაინფიცირდა, დაღუპულია 5 037.