რუსეთის რამდენიმე რეგიონში გასულ ღამეს 47 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სულ 47 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, აქედან 24 ბრიანსკის ოლქში, 5 ბელგოროდის ოლქში, 2-2 კურსკისა და როსტოვის ოლქებში, ხოლო ერთი კრასნოდარის რეგიონში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზოვის ზღვის ტერიტორიაზე 13 უპილოტო საფრენი აპარატია ჩამოგდებული.
„გასული ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმს ჰქონდა ტერორისტული თავდასხმების მცდელობა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით“, – განაცხადეს თავდაცვის სამინისტროში.