რუსეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 147 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 6 760 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა ოდენობა უკვე 661 165-ს შეადგენს.
მათ შორის 9683 შემთხევვა ლეტალურად დასრულდა.
აქედან, 147 ადამიანი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.
ვირუსისგან უკვე განიკურნა 429 ათასამდე მოქალაქე.