რუსეთში გასულ 24 საათში კორონავირუსი 11 115 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 202 ინფიცირებული 
რუსეთში გასულ 24 საათში კორონავირუსი 11 115 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 202 ინფიცირებული 

რუსეთში გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში, ოფიციალური სტატისტიკით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა 11 115 ადამიანს, გარდაიცვალა 202 ინფიცირებული. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 7 ოქტომბრის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 248 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 995 275 გამოჯანმრთელდა, 21 865 პაციენტი კი, გარდაიცვალა.