რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსის 16 319 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ოპერატიულ შტაბში გაავრცელეს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის ფედრაციის ტერიტორაზე ერთ დღეში 16 000-ზე მეტი შემთხვევა აღრიცხეს. გუშინ რუსეთში 15 982 კოვიდინფიცირებული დაფიქსირდა.
ამასთან, ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“-ს 269 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ყველზე მეტი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა მოსკოვში, სადაც 4 999 შემთხვევა აღრიცხეს. მეორე ადგილზეა სანკტპეტერბურგი 695 კოვიდინფიცირებულით.
სულ, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, რუსეთში კორონავირუსით 1,4 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელდა 1,08 მილიონი. გარდაიცვალა 26 635 პაციენტი.