რუსეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პუტინის რეიტინგი 70-პროცენტიან ზღვარს პირველად ჩამოცდა
ვლადიმერ პუტინის ელექტორალური რეიტინგი მისი საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ პირველად ჩამოცდა 70%-იან ზღვარს. ინფორმაციას რუსეთის საზოგადოებრივი აზრის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
თუ დეკემბრის შუა რიცხვებში გამოკითხულთა 74 პროცენტი მზად იყო, პუტინისთვის ხმა მიეცა, ახლა ეს რიცხვი 69 პროცენტამდე დაეცა.
გამოკითხვა 26-28 იანვრის პერიოდში ჩატარდა.
პუტინის შტაბში პრეზიდენტის რეიტინგის ვარდნის მიზეზს ვერ ხსნიან.