რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“ 29 350 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 493 ინფიცირებული
რუსეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“ 29 350 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ეპიდემიის დაწყების შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია.
ინფიცირების საერთო რიცხვმა რუსეთში 2 877 727-ს მიაღწია. ამ დროისთვის რუსეთში კორონავირუსულ ინფექციაზე 531 014 პაციენტი მკურნალობს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში „კოვიდ 19“-ს 493 ადამიანი ემსხვერპლა, საერთო ჯამში კი კორონავირუსული ინფექციით ქვეყანაში 51 351 ადამიანი გარდაიცვალა.
რუსული მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით წერს, რომ ბოლო ერთ დღეში 19 705-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსული ინფექცია 2 295 362-მა ადამიანმა დაამარცხა.