რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსული ინფექციის 6 509 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“ უკვე 707 301 ადამიანს დაუდასტურდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოწვეულ დაავადებას 176 ადამიანი ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, დღემდე რუსეთში „კოვიდ-19“-ით 10 843 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან 8 800-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი „კოვიდ-19“-სგან რუსეთში 481 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა.