რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 7 889 ახალი შემთხვევა დადასტურდა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 7 889 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში „კოვიდ-19“ 576 952 ადამიანს დაუდასტურდა. ამ დროისთვის რუსეთში მკურნალობას 234 358 ადამიანი განაგრძობს.
ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსული ინფექციისგან 10 186 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოჯანმრთელებულების საერთო რიცხვი კი 334 592-ს აღწევს.
რუსეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ს 161 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ქვეყანაში კორონავირუსული ინფექციით 8 002 ადამიანი დაიღუპა. ბოლო ოთხი დღეა, რუსეთში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევები 8 000-ს არ აჭარბებს.