რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 7 790 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 182 ადამიანი კი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 7 790 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამის შესახებ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.
ეპიდემიის დაწყების შემდეგ, კორონავირუსული ინფექცია რუსეთში უკვე 561 091 ადამიანს გამოუვლინდა.
მხოლოდ მოსკოვში, „კოვიდ-19“ ბოლო ერთ დღეში 1 040 ადამიანს დაუდასტურდა.
ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსისგან 9 621 ადამიანი გამოჯანმრთელდა, საერთო ჯამში კი გამოჯანმრთელებულების რიცხვი 313 963-ს აღწევს.
ამასთან, ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“-ით 182 ადამიანი გარდაიცვალა, საერთო ჯამში კი რუსეთში კორონავირუსს 7 660 ადამიანი ემსხვერპლა.
გარდაცვლილთა რიცხვი რუსეთში ინფიცირებულთა 1.3 პროცენტს შეადგენს.