რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 099 ადამიანი დაინფიცირდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 099 ადამიანი დაინფიცირდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 099 ადამიანი დაინფიცირდა, 122 პაციენტი კი გარდაიცვალა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ოფიციალური სტატისტიკით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ერთი მილიონ 35 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 850 049 გამოჯანმრთელდა, 17 993 პაციენტი კი გარდაიცვალა.