რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 216 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 216 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 6 556 ახალი შემთხვევა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, პირველი ივლისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 654 405 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 9 534-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 422 931 ინფიცირებული.