რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 216 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 216 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა „კოვიდ-19“-ის 8 404 შემთხვევა. შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, ქვეყანაში კორონავირუსის 493 657 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 6 358-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 252 783 ინფიცირებული. მსხვერპლთა საერთო რაოდენობიდან 3 085 მოსკოვში დაფიქსირდა.