რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 193 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 193 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 8 248 ახალი შემთხვევა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში ამ დროისთვის რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 545 458 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 7 284-ს შეადგენს.
ხელისუფლების მონაცემებით, გამოჯანმრთელებულია 294 306 ინფიცირებული.