რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 154 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 154 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 154 ადამიანი გარდაიცვალა. გამოვლინდა ინფიცირების 6 693 ახალი შემთხვევა.

შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ოფიციალური სტატისტიკით, 30 ივნისის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 647 849 შემთხვევაა რეგისტრირებული. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 9 320-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 412 650 ინფიცირებული.