რუსეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 8 726 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
რუსეთის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია უკვე 449 834 ადამიანს დაუდასტურდა.
გავრცელებული ცნობით, ბოლო ერთ დღეში რუსეთში კორონავირუსით 144 ადამიანი დაიღუპა, 8 057 კი გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ რუსეთში კორონავირუსით 5 528 ადამიანი დაიღუპა.