რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 5 670 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა 132 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 5 670 ადამიანი დაინფიცირდა, 132 პაციენტი კი გარდაიცვალა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის მილიონ 79 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 890 114 გამოჯანმრთელდა, 18 917 პაციენტი კი გარდაიცვალა.