რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 8 952 ახალი შემთხვევა
რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 181 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი კიდევ 8 952 ადამიანს დაუდასტურდა.
შესაბამისი მონაცემები რუსეთის ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში სულ ახალი კორონავირუსის 396 575 შემთხვევა არის გამოვლენილი, გამოჯანმრთელდა 167 469 ინფიცირებული, გარდაიცვალა 4 555 ადამიანი.