რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 429 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 756 პირი გამოჯანმრთელდა, 330 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
7 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 135 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 743 000-ს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 124 117 პაციენტი გარდაიცვალა.