რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 9 328 შემთხვევა გამოვლინდა, 7 181 პირი გამოჯანმრთელდა, 340 პაციენტი კი, გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
17 მაისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის ოთხი მილიონ 949 ათასზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხი მილიონ 563 ათასს აჭარბებს.
რუსეთში ვირუსით სულ 116 211 პაციენტი გარდაიცვალა.