რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 8 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 174 პაციენტი კი გარდაიცვალა
რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რიცხვმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
„რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსის 8 779 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 174 პაციენტი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე რუსეთში 502 436 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 6 532 ადამიანი.
ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 261 000-ს შეადგენს.