რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 24 822 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 467 ინფიცირებული
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ახალი კორონავირუსის 24 822 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 467 ადამიანი.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 26 021-ით გაიზარდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილია დაინფიცირების 2 064 748 შემთხვევა. მათ შორის 1 577 435 გამოჯანმრთელდა, ხოლო 35 778 გარდაიცვალა.