რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 17 611 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 450 პაციენტი
რუსეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 17 611 შემთხვევა გამოვლინდა, 8 629 პირი გამოჯანმრთელდა, 450 პაციენტი კი გარდაიცვალა.
ოფიციალური მონაცემები რუსეთის მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ვირუსით ინფიცირების უმეტესობა, 8 305 შემთხვევა რუსეთის დედაქალაქზე მოდის. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების მატება ახალი შტამების გავრცელებას უკავშირდება.
20 ივნისის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 5 310 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4 869 000-ს აჭარბებს. რუსეთში ვირუსით სულ 129 361 პაციენტი გარდაიცვალა.